LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდით, ყველა დავრჩეთ სახლში“ – ლედი გაგა ახალი ალბომის გამოსვლის თარიღს ცვლის

233
safe-image (1)

სულ ცოტა ხნის წინ, 33 წლის ლედი გაგამ ახალი კომპოზიცია Stupid Love და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა, ნამუშევარმა უკვე გაჰიტებაც მოასწრო.

არტისტის ყველა გულშემატკივარი მისი ახალი, რიგით მე-5 სოლო ალბომის გამოსვლას ელოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, გაგამ ალბომის გამოსვლა გადადო.

მომღერალმა „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ კორონავირუსმა მის კარიერაზე საკმაოდ ცუდი გავლენა მოახდინა, გულშემატკივრებს კი დაჰპირდა, რომ ალბომის გამოსვლის ახალ თარიღს მალე გაასაჯაროებს.

„მოდით, ყველა დავრჩეთ სახლში“ –  წერს არტისტი.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას მომღერალმა კორომავირუსთან დაკავშირებით საკმაოდ ეპატაჟური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის ღმერთს ესაუბრა, რომელმაც მას უთხრა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები