მიკ ჯაგერმა თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო.

საქმე ისაა, რომ ”როლინგ სტოუნზის” ვოკალისტმა ”ინსტაგრამზე” ვიდეო ატვირთა, რომელშიც ის მისი მდგომარეობისთვის შეუსაბამო მოძრაობებს აკეთებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ცეკვისას, 75 წლის მუსიკოსი სრულიად იხარჯება და ასაკთან შედარებით დაუჯერებელ შესაძლებლობებს ავლენს, ფანებმა ინგლისელი ვარსკვლავის ტანის რიტმული მოძრაობა არაერთგვაროვნად შეაფასეს.

მიზეზი მარტივია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ლეგენდარულმა არტისტმა ერთი თვის წინ გულის ხელოვნური სარქველი ჩაიდგა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Mick Jagger (@mickjagger) on

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს, მიკ ჯაგერს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რის გამოც”როლინგ სტოუნზმა” ჩრდილოეთ ამერიკაში დაგეგმილი No Filter Tour-ის აპრილის, მაისისა და ივნისის კონცერტები ზაფხულამდე გადადო.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები