MTV Video Music Award-ის ნომინაციები ცნობილია. ლედი გაგა და არიანა გრანდე 9 ნომინაციით ლიდერობენ. მათ 6-6 ნომინაციით ბილი აილიში და The Weeknd მოჰყვებიან. „საუკეთესო ვიდეოსა“ და „საუკეთესო არტისტის“ ნომინაციების გარდა, დაჯილდოებაზე ახალი ნომინაციაც, „საუკეთესო ნამუშევარი კარანტინის დროს“ იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა და არიანა გრანდე „წლის ვიდეოს“ ნომინაციაში არიან წარდგენილნი, სიმღერისა და კლიპისთვის Rain On Me, რომელიც ასევე წლის სიმღერის, ერთობლივი ნამუშევრის, საუკეთესო პოპ-სიმღერის, საუკეთესო რეჟისურის, ეფექტებისა და საუკეთესო ქორეოგრაფიის ნომინაციებშიც ლიდერობს.

საუკეთესო ნამუშევრისთვის, კარანტინის დროს კი არიანა გრანდესა და ჯასტინ ბიბერის სიმღერა Stuck with U ნომინირებული.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05