LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზადება მარსისთვის – კალიფორნიაში კოსმოსური სოფელი აშენდება

231
320330-1579074090

გასული წლის ბოლო პარიზულმა სტუდია Interstellar Lab-მა საზოგადოებას ამცნო თავისი გეგმის შესახებ. სტუდია კალიფორნიაში, მოჰავეს უდაბნოში ექსპერიმენტული ბიორეგენერაციული სადგურის აშენებას გეგმავს, რომელიც მომავალში მარსზე გამგზავრების მსურველ ასტრონავტებს მოამზადებს. ამის შესახებ ,,ბიზნეს ინსაიდერი” წერს.

ობიექტის მშენებლობა სავარაუდოდ 2021 წელს დაიწყება.

გარდა იმისა, რომ სადგურს ექნება პრაქტიკული დანიშნულება და კოსმონავტებს მარსზე გასამგზავრებლად მოამზადებს, იგეგმება მისი ტურისტული მიზნებით გამოყენებაც. დედამიწაზე მდებარე პირველ „კოსმოსურ სოფელში“ ადამიანებს სხვადასხვა სახის კოსმოსურ სიმულაციებში მონაწილეობა შეეძლებათ.

სადგურის ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა დანიშნულების მქონე სივრცეები, რომლებსაც ექნებათ განსხვავებული ფუნქციები, მაგალითად წყლის რეცირკულაცია, 100 ადამიანისათვის საჭირო რაოდენობის ენერგიის გამომუშავება და პროდუქტების მოყვანა.

პროექტის ფარგლებში Interstellar Lab  NASA-სთან თანამშრომლობს. ამ ეტაპზე პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა უკვე ცნობილია მოჰავეს უდაბნოს ოთხი წერტილი, სადაც სადგური განთავსდება.

მომავალში სადგურის სტუმრობის მსურველ ტურისტებს ეს სიამოვნება სავარაუდოდ 3000$ – 6000$ დაუჯდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები