8 დეკემბერს, ,,კავეა თბილისი მოლში”, ,,კავეა ისთ ფოინთსა” და ,,კავეა გალერიაში”, ფილმის ,,მაკნატუნა ოთხი სამეფო” ქართული პრემიერა გაიმართება.

კინოსურათი, რომელიც ერნსტ თეოდორ ჰოფმანის კლასიკური საშობაო ზღაპრის ეკრანიზაციაა, ,,დისნეის” დაკვეთით, ლასე ჰალსტრიომმა და ჯო ჯონსონმა გადაიღეს.

ფილმში მთავარ როლს 18 წლის ამერიკელი მსახიობი, მაკენზი ფოი ასრულებს, რომელსაც პარტნიორობას ისეთი ვარკვლავები უწევენ, როგორებიც: კირა ნაითლი, მორგან ფრიმენი და ჰელენ მირენი არიან.

კინოსურათის მუსიკალურ რიმეიქსა და ახალ ნაწილზე, ლონდონის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად, ,,გრემისა” და ,,ემის” მფლობელმა კომპოზიტორმა, ჯეიმს ნიუტონ ჰოვარდმა იმუშავა.

სათავგადასავლო ფენტეზი ახალგაზრდა გოგონას, სახელად კლარას შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც იმ უნიკალური გასაღების პოვნის სურვილი ამოძრავებს, რომელიც გარდაცვლილი დედის ნაჩუქარ კვერცხს ხსნის. საინტერესოა, რომ ერთხელაც, ძაფებით მორთულ საშობაო წვეულებაზე გოგონას ერთ-ერთი ოქროს ძაფის ბოლო პარალელურ სამყაროში გადაიყვანს, სადაც ზღაპრულ სამეფოებს შორის გაჩაღებული ომის შუაგულში აღმოჩნდება.

,,ნაცნობი ლეგენდა, რომელსაც ბნელი მხარე აქვს” – ვკითხულობთ თრეილერში, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ,,დისნეი” უდავოდ შთამბეჭდავ სანახაობას გვპირდება.

საღამოს მედია მხარდამჭერია რადიო ჰოლდინგი ,,ფორტუნა”.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები