ქსელში ფილმის Vox Lux მეორე ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა. ვიდეოში, კინოსურათის მთავარი გმირის, სელესტას ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებია ნაჩვენები. საინტერესოა, რომ ნატალი პორტმანისა და რაფი კესიდის პერსონაჟი სიმღერას Wrapped Up ასრულებს, რომლის ავტორი სიაა.

სიუჟეტის მიხედვით, ბრეიდი კორბეტის ახალი ნამუშევარი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საშინელ ტრაგედიას გადაიტანს, საოცარი ხმის წყალობით კი სცენის ვარსკვლავი გახდება. პოპულარობისა და აღიარების მიუხედავად, წარსული სელესტას თავს ახსენებს.

კინოსურათში ,,ოსკაროსან” ვარსკვლავს პარტნიორობას ჯუდ ლოუ უწევს.

შეგახსენებთ, რომ Vox Lux-ის პრემიერა 4 სექტემბერს, ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. სურათი დიდ ეკრანებზე 7 დეკემბერს გამოჩნდება.

ტეგები: Sia Vox Lux ბრეიდი კორბეტი ნატალი პორტმანი რაფი კესიდი ჯუდ ლოუ
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები