LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტფლიქსი“ სერიალის ,,მხედვარი” პრიქველს გადაიღებს

170
intro-1595887511

არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ეკრანებზე „ნეტფლიქის“ სერიალი, The Witcher (მხედვარი) გამოჩნდა და მან უკვე მოახერხა საზოგადოებაში არნახული პოპულარობის მოპოვება. ახლა კი ინფორმაცია ვრცელდება, რომ  „ნეტფლიქსი“ სერიალის პრიქველის გადაღებას გეგმავს.

ახალი შოუს სახელწოდება The Witcher: Blood Origin იქნება და მასში 6 ეპიზოდი ექნება წარმოდგენილი. სიუჟეტი მთავარ მოვლენებამდე 1 200 წლით ადრე განვითარდება.

„ადამიანების და ელფების სამყაროები ერთმანეთს შეერწყა, ასე გაჩნდა პირველი მხედვარი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზე“ გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები