LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

New Musical Express-მა ,,წლის ალბომი” დაასახელა

BeFunky-collage (24)

New Musical Express (NME)-მა, 2018 წლის მონაცემები შეაჯამა და ერთ-ერთი რეიტინგი გამოაქვეყნა. ბრიტანული მუსიკალური გამოცემის რედაქციამ, მიმდინარე წლის საუკეთესო ალბომები დაასახელა.

გაირკვა, რომ წლის განმავლობაში საუკეთესო დისკი, ინგლისურმა პოპ-როკ ბენდმა, The 1975 ჩაწერა. სწორედ ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომი A Brief Inquiry into Online Relationships იკავებს სიის პირველ ადგილს.

ჩამონათვალს Arctic Monkeys აგრძელებს. კოლექტივის Tranquility Base Hotel & Casino მეორე ადგილზე განთავსდა.

საუკეთესო სამეულს IDLES ხურავს. ბრისტოლელი ბიჭების Joy as an Act of Resistance, რედაქციის კრიტიკოსების ერთ-ერთ ფავორიტად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის საუკეთესო ალბომად Lorde-ის Melodrama ცნეს.

NME-ის 2018 წლის საუკეთესო ალბომების ტოპ 10-ეული ასეთია:

  1. The 1975 – A Brief Inquiry into Online Relationships
  2. Arctic Monkeys – Tranquility Base Hotel & Casino
  3. IDLES – Joy as an Act of Resistance
  4. Sunflower Bean – Twentytwo in Blue
  5. Pusha T – Daytona
  6. Shame – Songs of Praise
  7. Kali Uchis – Isolation
  8. Cardi B – Invasion of Privacy
  9. Mitski – Be the Cowboy
  10. Christine and the Queens – Chris
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები