LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიუ-იორკი პანდემიის პერიოდში მოჩვენებათა ქალაქს დაემსგავსა” – ირინა შეიკი

661
ira.post

34 წლის ირინა შეიკი თვითიზოლაციის პერიოდს ნიუ-იორკში ატარებს. სულ ცოტა ხნის წინ, მოდელი რუსული „ვოგის“ ჟურნალისტს ჩაერთო და საზოგადოებას გაუმხილა, თუ როგორ ატარებს კარანტინის პერიოდს.

„ნიუ-იორკი ჩემი საყვარელი ქალაქია, მართალია, პანდემიის პერიოდში ის მოჩვენებათა ქალაქს დაემსგავსა, ყველა პირბადეებში დადის, თუმცა აქაურ მაცხოვრებლებში პოზიტივი მაინც შეინიშნება“, – განაცხადა შეიკმა.

როგორც ცნობილი გახდა, შეიკი გარეთ ყოველ დღე გადის და თავის 3 წლის ქალიშვილს, ლეას ასეირნებს. ლეა ნიუ-იორკის რუსულ ბაღში დადის, ახლა კი გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში უტარდება. ირინამ აღიარა, რომ სახლში ყოფნა სიამოვნებს და ბოლო ხანებია ის კულინარიამ გაიტაცა.

 

View this post on Instagram

 

@irinashayk о пандемии, будущем модельного бизнеса и мира моды

A post shared by Vogue Russia (@voguerussia) on

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი განქორწინდნენ, ისინი მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ და ქალიშვილს ერთად ზრდიან. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ  მოდელი  ვიტო შნაბელს ხვდება.

ირინა შეიკი ისევ შეყვარებულია - მოდელმა ახალი რჩეული გამოაჩინა (ფოტო)

34 წლის მოდელი ქუჩაში 33 წლის ვიტო შნაბელთან ერთად სეირნობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები