LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia-ს დირექტორი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნო – გადმოიტანს, თუ არა კომპანია წარმოებას ჩვენთან

175
DjhK-EaWwAAuBz2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ,  უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ფინური კორპორაციის „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიკკო ლავანტისთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

„ნოკიას“ რეგიონულ დირექტორს გავაცანით საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელთაც კომპანია წარმოების საქართველოში დაწყების შემთხვევაში მიიღებს. ჩვენი შეთავაზებები ძალიან მალე აისახება მთავრობის პოსტკრიზისულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. მანამდე ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რათა უკეთ შევიტყოთ, რამდენად არის შესაბამისობაში მათი განვითარების სტრატეგიები საქართველოს მთავრობის პოსტკრიზისულ ხედვებთან,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, უკვე შერჩეული 400-ზე მეტი კომპანია, რომელთა ტოპ-მენეჯმენტთანაც მიმდინარეობს პირდაპირი დიალოგი.“მათ ვაცნობთ იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველოს, როგორც ახალ რეგიონალურ ჰაბს, გააჩნია,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები