ქარდი ბის მეუღლემ, Offset-მა ,,ინსტაგრამზე” უიტნი ჰიუსტონთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით ,,რომელი ვარ?”. გაირკვა, რომ ბავშვობაში ამერიკელი რეპერი ცეკვით იყო გატაცებული.

 

View this post on Instagram

 

I BEEN DOING THIS ENTERTAINMENT GOD MY WITNESS WHICH ONE IS ME ????

A post shared by OFFSET (@offsetyrn) on

საინტერესოა, რომ ახალგაზრდა შემსრულებლის დებიუტი დიდ სცენაზე 10 წლის ასაკში შედგა. ჰიპ-ჰოპ ტრიოს, Migos წევრი, პირველად სწორედ ლეგენდარული მუსიკოსის 2002 წლის სიმღერის Whatchulookinat კლიპში, მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ Offset ერთ-ერთია იმ არტისტთა შორის, რომელთაც მსოფლიო აღიარება ადრეულ ასაკში მოიპოვეს. 14 დეკემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, რეპერი სადებიუტო სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტეგები: Offset Whatchulookinat უიტნი ჰიუსტონი
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები