გამარჯვებულები 6 იანვარს გამოვლინდებიან

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ, 76-ე ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტები ფილმები დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიალს, რომელსაც 6 იანვარს, ბევერლი-ჰილზი უმასპინძლებს, სერიალების ,,გრეის ანატომია” და ,,ბრუკლინი 9-9” ვარსკვლავები, სანდრა ო და ენდი სამბერგი წაიყვანენ.

ცნობილია, რომ ყველაზე მეტ 6 ნომინაციაში გამარჯვებისთვის, ბიოპიკი დიკ ჩეინის შესახებ, Vice იბრძოლებს, რომელშიც მთავარ როლებს კრისტიან ბეილი, ემი ადამსი, სტივ კარელი და სემ როკუელი ასრულებენ.

5 კატეგორიაში ნომინირებულთა შორის ისეთი გახმაურებული ფილმები მოხვდნენ, როგორებიც: ,,ვარსკვლავის დაბადება”, ,,მწვანე წიგნი” The Favourite-ია.

4 ნომინაცია მინანიჭეს, კინოსურათებს, ,,მერი პოპინსი ბრუნდება” და BlacKkKlansman.

,,შავი პანტერა”, ,,რომა” და If Beale Street Could Talk გამარჯვებას 3 კატეგორიაში შეეცდებიან, ხოლო ,,ბოჰემური რაფსოდია”, ,,არანორმალურად მდიდარი აზიელები”, ,,პირველი ადამიანი მთვარეზე” ,,ძაღლების კუნძული”, Boy ErasedCan You Ever Forgive Me? და A Private War პრემიის ორგზის ნომინანტთა სიაში არიან.

ტეგები: "ოქროს გლობუსი"
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები