„ოქროს ტალღა“ 2019 წლის 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გამარჯვებულებს 15 ნომინაციაში გამოავლენს.

წელს, „ფორტუნას“ გადაწყვეტილებით, „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ ჯგუფს „ქუინი“ ეძღვნება. შესაბამისი იქნება მუსიკალური ნაწილიც – „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელია, რომელიც 2018 წლის ყველაზე პოპულარული ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიის“ ერთ-ერთი მონაწილეა, მან ფილმში ფრედი მერკურის რამდენიმე მუსიკალური პარტია შეასრულა და აღიარებულია, როგორც მერკურის საუკეთესო მუსიკალური შემსრულებელი.

„ოქროს ტალღაზე“ ის „ქუინის“ სიმღერებს შეასრულებს.

Tkt.ge -ზე უკვე განთავსდა საღამოზე დასასწრები ბილეთები. ბილეთების ფასი 20,  25, 30, 25, 40, 45, 60, 80, 100, 120, 150, 200 ლარია.

შეგახსენებთ, რომ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ დააარსა და წელს ის უკვე მეექვსედ იმართება. წინა წელს ღონისძიების სტუმარი ამერიკელი შემსრულებელი, ლიზა ფიშერი გახლდათ.

„ოქროს ტალღა 2019“ 18:30-ზე დაიწყება.

 

მსგავსი თემები