მილა იოვოვიჩი სულ მალე დედა გახდება. მსახიობმა დეკემბერში დეკრეტული შვებულება აიღო და დრო ქალიშვილებს დაუთმო. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა მსახიობი მეუღლესთან, პოლ ანდერსონთან და უფროს ქალიშვილთან ერთად, ბევერლი-ჰილზში გადაიღეს. მილა ორსულობის ბოლო თვეს საგრძნობლადაა მომატებული წონაში. ფოტოებზე მას თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი აცვია.

შეგახსენებთ, რომ მსახიობის ორსულობის შესახებ აგვისტოში გახდა ცნობილი. ამის შესახებ მან გამომწერებს სოციალურ ქსელში თავად შეატყობინა. იოვოვიჩი და რეჟისორი პოლ ანდერსონი 2009 წელს დაქორწინდნენ, შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილს პირველი შვილი შეეძინა.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05