Outlook-ის ახალი ფუნქცია შეხვედრების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

საქმე ისაა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, ელექტრონულ საფოსტო ყუთს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ფუნქციები დაემატება. საუბარია სამმაგ ფუნქციაზე, რომლის საშუალებით ვებგვერდი შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებს დააჩქარებს, შეხვედრის შესახებ გირჩევთ და აუდიენციის პოტენციურ ადგილთან დაკავშირებით რეკომენდაციას მოგცემთ.

გაირკვა, რომ Outlook-ის განახლებულ ფუნქციას უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსცდიან.

ცნობილია, რომ სიახლე ხელმისაწვდომი ინგლისურ ენაზე იქნება.

ტეგები: Outlook
კატეგორიები: Hi Tech