LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ პანდემიის პირობებში ადამიანების გახალისება გვსურდა, კარგი ტრეკია“ – მინდია ქიტიაშვილი და „საუკუნე 21“ სიმღერის პრემიერით გადაცემაში „ექსკლუზივი“

3
132635207-852751918892775-3607527405450081904-n

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ექსკლუზივის“ სტუმარია მინდია ქიტიაშვილი და „საუკუნე 21“, რომლებმაც გადაცემაში სიმღერა „ახალი წელია“ დააპრემიერეს.

ეს „ფორტუნა პლუსში“ თქვენი პირველი ვიზიტია, რას საქმიანობდით აქამდე,  ჯგუფის შესახებ გვიამბეთ…

სიმღერების ჩაწერა ჩვენ ახლა დავიწყეთ, სამომავლოდ აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ.

მინდია: მე წლებია ამ საქმეს ვაკეთებ, ამ ჟანრში ვმოღვაწეობ, თუმცა ეს ჩემი „ფორტუნა პლუსთან“ პირველი შეხებაა.

აქამდე თუ უსმენდით „ფორტუნა პლუსს“ და რამდენად კომფორტულია მისი ფორმატი თქვენი ახალი ტრეკისთვის?

ბავშვობიდან რადიოს ვუსმენდი და მუდამ მინდოდა, თქვენთან ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი მოხვედრილიყო.

ზოგადად ქართული პროდუქტი ,,ფორტუნასთვის” მუდამ უფრო საინტერესოა, ვინ არის თქვენი ახალი საახალწლო სიმღერის ავტორი და როგორ შედგა თქვენი კოლაბორაცია?

მუსიკის ავტორები არიან ჯგუფ საუკუნეს 21“- ის წევრები, თემა ერთობლივად ავირჩიეთ და ტექსტიც ერთად შევქმენით. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა,  მას მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.

მინდია, რა მუსიკალური გამოცდილება გაქვთ?

ალბომი არ მაქვს გამოშვებული, თუმცა სხვადასხვა მომღერალთან მაქვს კოლაბორაციული ნამუშევრები. დაახლოებით, 15 წლიდან დავინტერესდი მუსიკით, მუსიკალური განათლება არ მიმიღია, თეატრალი ვარ. ძირითადად ჰიპ-ჰოპ ჟანრში ვმოღვაწეობ. ამ პანდემიის პირობებში ადამიანების გახალისება გვსურდა, ჩემი აზრით, კარგი ტრეკია და  საზოგადოებას მოეწონება.

რამდენად ერკვევით ქართულ მუსიკალურ ბაზარში?

დიახ, ვერკვევი,  გადავწყვიტეთ, გარკვეული სიახლე შეგვეტანა მუსიკაში, როდესაც მსმენელი მოისმენს, აუცილებლად მიხვდება, რაზე ვსაუბრობთ.

როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ქართულ შოუბიზნესში თავის დამკვიდრებას?

თუკი მსმენელს კარგ პროდუქტს შესთავაზებ და სიახლეს არ მოაკლებ, ყველაფერი გამოვა.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები