პაპარაცი-ფოტოგრაფი, რობერტ ბარბერა არიანა გრანდეს მისი გადაღებული ფოტოების ”ინსტაგრამზე” გამოქვეყნებისთვის უჩივის.

ბარბერას ინფორმაციით, ამერიკელმა შემსრულებელმა სოციალურ ქსელში უნებართვოდ ატვირთა მისი გადაღებული ორი სურათი, რომლებშიც 25 წლის მომღერალი სასტუმროდან გამოსვლისას არის აღბეჭდილი.

ცნობილია, რომ ფოტოები ახალგაზრდა ვარსკვლავმა გასული წლის აგვისტოში გაავრცელა, რისთვისაც 3 მილიონზე მეტი ”ლაიქი” დაიმსახურა.

 

მართალია, არიანამ ფოტოები ,,ინსტაგრამიდან” უკვე წაშალა, თუმცა როგორც სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, ბარბერა მისგან თითო ფოტოში 25, 000 დოლარს ითხოვს.

ტეგები: Ariana Grande
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები