LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პინკის ახალი სიმღერა გამოვიდა (ვიდეო)

1012
Header-Pink-UnitedCenter-Chicago-IL-KirstineWalton

პინკმა თაყვანისმცემლებს მერვე სტუდიური ალბომის ლიდ-სინგლი შესთავაზა. Walk Me Home – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის რელიზი 20 თებერვალს შედგა.

სიახლე 39 წლის მომღერლის მომავალ დისკში Hurts 2B Human შევა, რომლის შესახებ ამერიკელმა მომღერალმა ,,ელენთან” სტუმრობისას განაცხადა. ცნობილია, რომ ფირფიტა დღის სინათლეს აპრილში იხილავს.

შეგახსენებთ, რომ პინკის წინა კრებული Beautiful Trauma, რომელიც ,,გრემიზე” წარადგინეს, 2017 წლით თარიღდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები