რამდენიმე საათის წინ კინოკომოპანიამ Warner Bros ,,ბეტმენის” შესახებ გადაღებული ახალი ფილმის თიზერი გაავრცელა. მთავარ როლში მაყურებლი რობერტ პატინსონს იხილავს, ფილმის გადაღებები კი ლონდონში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ეს გახლავთ პირველი კადრი, სადაც პატინსონს ბრიუს უეინის როლში ვხედავთ.

ცნობილია, რომ ფილმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ზოი კრავიიც, კოლინ ფარელი და პიტერ სკარსგარდი. ამ ფილმის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის ,,ბეტმენის” ცხოვრების ადრეულ წლებზე მოგვიყვება.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი. ბოლო წუთამდე ფილმში მთავარ როლზე კვლავ ბენ აფლეკი განიხილებოდა, თუმცა 2019 წელს გეგმები შეიცვალა და მთავარ როლზე რობერტ პატინსონი დაამტკიცეს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05