საღამოს მუსიკალურ-იუმორისტულმა შოუმ, ,,შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში” მომავალი გადაცემების სტუმრების სია გამოაქვეყნა.

გაირკვა, რომ მარტის ბოლო შაბათს, შოუს კანადელი მსახიობი, სანდრა ო და ავსტრალიური როკ-ჯგუფი, Tame Impala ესტუმრებიან.

აპრილის პირველი შაბათი ინგლისელ მსახიობს, კიტ ჰარინგტონსა და ამერიკელ მომღერალს, სარა ბარეის დაეთმობათ.

13 აპრილის ეთერში, პირველად შოუს მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში მაყურებელი კეი-პოპ ჯგუფს მოუსმენს. BTS პირველი სამხრეთ კორეული ბენდი გახდება, რომელიც გადაცემას მუსიკალურად გააფორმებს. ამავე საღამოს, ბიჭებთან ერთად, ,,ოსკაროსან” ვარსკვლავს, ემა სტოუნს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში, BTS-მა ახალი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Map of the Soul: Persona დღის სინათლეს შოუმდე ერთი დღით ადრე იხილავს.

BTS ახალ ალბომს გამოუშვებს

ტეგები: BTS
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები