„გრემის“ მფლობელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა  ახალი სინგლი, My Future გამავრცელა, რომელიც არტისტმა თვითიზოლაციაში ყოფნისას დაწერა. ნამუშვრის პროდიუსერი თავად  ბილი და მისი ძმა, ფინიას ოკონელია. კლიპი მთლიანად ანიმაციურია და ის ენდრიუ ონორატოს ეკუთვნის.

„ეს სიმღერა განსაკუთრებული და ძალიან პირადია, ის სრულად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელსაც ვგრძნობდი, იმედი მაქვს, რომ ის თქვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება“. – ამბობს არტისტი.

შეგახსენებთ, ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში მთავარ კომპოზიციას სწორედ  ბილი აილიში შეასრულებს. ამით კი 19 წლის პოპ-ვარსკვლავი ისტორიაში შევა, როგორც აგენტი 007- ის საუნდტრეკის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05