LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: ქეთი მელუა აჭარაში გადაღებულ კლიპს ავრცელებს

289
page

სულ ცოტა ხნის წინ,  ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა, ქეთი მელუამ ახალი კომპოზიცია, Your Longing Is Gone გამოუშვა, რომელიც მომღერლის მომავალ ალბომში, Album No. 8 შევა. მისი პრემიერა 16 ოქტომბერს შედგება. ახლა კი არტისტმა აღნიშნულ სიმღერაზე, აჭარაში გადაღებული კლიპი გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ კლიპის გადაღებები აგვისტოში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბულვარში, სარფის, ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში მიმდინარეობდა. არტისტმა ინსტაგრამის საშუალებით მადლობა გადაუხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კლიპის გადაღებაში მიიღო მონაწილოება.

https://www.instagram.com/p/CFNOsi1IAnu/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები