LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროდიუსერთან რომანის დამსახურებით შერიმ როლი მომპარა“ – სიუზან სარანდონი

415
safe-image

74 წლის მსახიობმა, სიუზან სარანდონმა 1987 წელს გამოსული ფილმი, „ისთვიქელი ალქაჯები“ გაიხსენა, სადაც მას პარტნიორობას, შერი, მიშლ პფაიფერი და ჯეკ ნიკოლსონი უწევენ. ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ თავდაპირველად მას ის როლი უნდა შეესრულებინა, რომელსაც შერი ასრულებს, თუმცა შერიმ მას პროდუისერთან რომანის დამსახურებით როლი მოპარა.

„თავიდან მე ის როლი უნდა შემესრულებინა, რომელსაც შერი ასრულებს. როდესაც ლოს-ანჯელესში, გადაღებებზე ჩავედი, სიახლე მხოლოდ მაშინ გავიგე,  პროდუისერთან რომანის დამსახურებით შერიმ როლი მომპარა, მე კი სათვალებიანი, სულელი გოგოს როლის შესრულება მომიწია“, – განაცხადა სარანდონმა.

ცნობისთვის, ფილმში შერი, მიზმიდეველ, სექსუალურ ქალს განასახიერებს, სიუზანი კი ორკესტრის ხელმძვანელისა და ჩელისტის როლს. რაც შეეხება შერის რომანს, როგორც ირკვევა, მას პროდიუსერთან, ჯონ აბდაიკთან წარსული სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები