LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პუმამ” ძველი ფეხსაცმელის ახალი ვერსია გამოუშვა (ფოტო)

2018_12_12_83_e95dc5a2927642439b6c452ef54cd2b5.0c592

,,პუმამ” ახალი სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვა, რომელშიც კომპიუტერია ჩაშენებული. საინტერესოა, რომ RS-Computer Shoe, პირველად ჯერ კიდევ 1986 წელს გამოჩნდა.

სიახლის ძველი მოდელისგან განსხვავებით, ახალმა ვერსია  თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობებითაა აღჭურვილი, თუმცა შენარჩუნებული აქვს ძველის დიზაინი.

ცნობილი გახდა, რომ ,,პუმას” ახალ პროდუქტი Bluetooth-ის საშუალებით iOS და Android მოწყობილობებს მოგროვილ ინფორმაციას გადასცემს. ამასთან, ფეხსაცმლის შიგნით მოთავსებული აქსელერომეტრი, გავლილი ნაბიჯების რაოდენობას დაითვლის.

ჭკვიანი ფეხსაცმლის მართვის პანელი ორი LED ნათურითაა აღჭურვილია, რომლებიც ინდიკატორის ფუნქციას ასრულებს.

კომპანიის ინფორმაციით, ფეხსაცმელი, რომლის ფასი ჯერჯერობით უცნობია, შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ აშშ-სა და იაპონიაში გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები