LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა (ვიდეო)

7154130-0-image-a-23_1544220507202

მოსამართლის მუქარის შემდეგ, ქარდი ბი სასამართლოში გამოცხადდა. პროცესი აგვისტოში, სტრიპტიზ კლუბში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გაიმართა. სკანდალური რეპერი დარბაზიდან სანქციის გარეშე გათავისუფლდა.

საინტერესოა, რომ სასამართლოსთან 26 წლის ვარსკვლავს ცნობისმოყვარე ჟურნალისტები დახვდნენ, რომელთაც ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს ახალი ამბავი აცნობეს. Offseti-ის ექს-მეუღლემ სწორედ მათგან შეიტყო, რომ ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ ის ,,გრემის” 5 ნომინაციაში წარადგინა.

,,არ ველოდი თუ ,,გრემის” ნომინატობის შესახებ ასეთ ვითარებაში გავიგებდი”, – ,,დატვიტა” ქარდიმ და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის დაბნეული, თუმცა კომიკური ჩანს.

https://twitter.com/iamcardib/status/1071150806500564992?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1071150806500564992&ref_url=https%3A%2F%2Fpopmusic.ge%2Farticle%2F5784-nakhet-reperi-cardi-b-sasamartlom-jarimis-gareshe-gaatavisupla

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ახალი კლიპის გადაღებების გამო, ქარდის სასამართლოში მისვლა დაავიწყდა. მოსამართლე ახალბედა დედას დაემუქრა, რომ იმ შემთხვევაში თუ 7 დეკემბერს, საქმის განხილვაზე ისევ არ მივიდოდა, თავს ციხეში უკრავდა. საგამოძიებო უწყება ექსცენტრიკულ არტისტს, სტრიპტიზიორის ცემას ედავებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები