LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ  „გუგლში“ ამ პერიოდში ყველაზე ხშირად ორი რამ იძებნება, დაეხსნა თუ არა თორნიკე ჯგერნაიას სტიგმატები და გადმოვიდა თუ არა ცეცხლი“ – თორნიკე ჯგერნაია სტუმრად „ვიზიტორში“

4
vizitori23454

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია თეოლოგი და ტელეწამყვანი, თორნიკე ჯგერნაია, მან წამყვანის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ვრცლად და გულწრფელად უპასუხა.

მე ზოგადად გახსნილი რესპოდენტი ვარ, თუმცა ბევრი წელი, რისი თქმაც მინდოდა, მგონია, რომ მე ყველაფერი უკვე ვთქვი. ადრეც მქონდა ასეთი ეტაპი, როდესაც ქართულ ტელევიზიებთან ურთიერთობაზე უარი ვთქვი, ვიღებდი მხოლოდ უცხოური პრესის და ტელევიზიის წარმომადგენლებს. მე ახლაც იგივე ეტაპზე ვარ, ეს თემა ჩემთვის ამოიწურა, რაღაც პერიოდი გავა და მე ისევ დავბრუნდები დიდი, მსუყე ინტერვიუთი. ქართულ  „გუგლში“ ყველაზე ხშირად ორი რამ  იძებნება ამ პერიოდში, დაეხსნა თუ არა თორნიკე ჯგერნაიას სტიგმატები და გადმოვიდა თუ არა ცეცხლი. მე ორშაბათიდან, როგორც ყოველთვის განვმარტოვდები მშვიდ გარემოში.

როგორ დაიწყო შენი სატელევიზიო კარიერა?

13 წლიდან დაიწყო ჩემი ტელევიზიასთან ურთიერთობა. რაც შეეხება კარიერას, ამ ყველაფერში ლელა წურწუმიას უდიდესი როლი მიუძღვის შემდეგ პროდიუსერები დაინტერესდნენ, ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, როგორი უნდა ყოფილიყო ყველაფერი, გადაცემა „იქს ფაილებში“ იქსი შეიძლება ყველაფერი იყოს. რატომღაც ჩემზე ამბობენ, რომ  ეზოთერიკოსი  ვარ, მაგრამ ეს ასე არ არის, მე ვარ თეოლოგი, მივყვები მეცნიერებას. ყველაფერი რეალურ ფაქტებზე არის დაყრდნობილი. ზოგჯერ პოლიტიკაც ხდება ხოლმე განხილვის საგანი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მე ვარ კარგი ანალიტიკოსი, მე არ ვარ თავმდაბალი ტიპი, მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები, მე შემიძლია ვიყო სკეპტიკოსიც და მისტიკოსიც. აქედან გამომდიარე მაყურებელს ვაძლევ გაფილტრულ ინფორმაციას. „იქს ფაილი“ არის გადაცემა, სადაც მაყურებელს ეძლევა საშუალება არჩევანი გააკეთოს, არის რაღაც სიახლეებიც გადაცემებთან დაკავშირებით, მალე გაიგებს ყველა. ამ თემის ამოწურვა არ შეიძლება, არის ზღვა მასალა. ბოლო პერიოდში რელიგია გახდა პოლიტიკასავით ყოველდღიური რუტინა.

„ამოს“ თემაზე თუ გქონია გადაცემა?

კი მქონია, ეს იყო ნახატები პურის თავთავებზე, მას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს ამბავიც სამეცნიერო კუთხით მივიტანე, მეცნიერება რელიგია ფილოსოფია ერთმანეთთან კავშირშია, ეს ხომ ერთი წრეა, ის წინააღმდეგობა რაც ამათ შორის არის, სწორედ ეს არის საინტერესო.

მე რამდენიმე წლის წინ ვიყავი შენს გამოფენაზე, არაჩვეულებრივ სამკაულებსა და აქსესუარებს ქმნი…

მუდამ ვამბობდი, რომ სამკაულები ჩემი დამხმარე იყო, ჩემს გამოფენას ყოველთვის ახლდა თეატრალური დადგმა, სადაც ყოველთვის ან რაღაცას ვაპროტესტებდი, ან ჩემს აზრს ვაფიქსირებდი. სამკაულს ყოველთვის ვაკეთებდი რაღაცის გამო და არა ვიღაცის გამო. ეს ყველაფერი სამწუხაროდ შეიცვალა პანდემიის გამო. მე მთლიანად გადავედი ვიზუალურ არტზე. სამკაულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ ვაკეთებ, მე მიწევდა შეხება მძიმე მეტალთან, შხამთან.

როგორც ვიცი წიგნი გამოეცი, რომელიც ახლა აღარ იყიდება…

დიახ ასე იყო, თუმცა აქაც წავაწყდი უსამართლობას და შევწყვიტე, მომავალში ვფიქრობ გამოცემას, უბრალოდ მინდა, რომ ერთი თავი დავამატო. ის გვიყვება ქრისტეს ცხოვრების შესახებ, უბრალოდ როგორც ადამიანის. ადამიანები მიდიოდნენ საყიდლად წიგნის და  ეუბნებოდნენ,  რომ წიგნი გაყიდვაში არ იყო. საპატრიარქოს შეხვედრაზე არ გამოვცხადდი, ამიტომ მოხდა ყველაფერი, მე სულ ვამბობ, რომ მე არ ვარ საპატრიარქოს მრევლი. ეს ნაწარმოები იყო მხატვრული მისტიკური დრამა. ასე რომ პირველი ბრძოლა დაიწყო საპატრიარქოდან. ერთ უცნაურობა მინდა გითხრა, არასდროს არ ვხდები ე.წ. „ჰეითერების“ თავდასხმის ობიექტი, იგივე თემა შეიძლება ისაუბროს სხვამ და გადაუვლიან, ამით იმის თქმა მინდა, რომ მე ამბის მოყოლა ვიცი ძალიან სწორად. როდესაც ღვთისმშობლის თემა გავაკეთე, ყველას ეგონა, რომ დაინგრეოდა ყველაფერი, იმიტომ რომ მის ადამიანურ მხარეებზე ვისაუბრე. ყველაზე კარგი თავდასხმა ჩემზე არის დუმილი, ზოგადა გზას არ ვუტოვებ ხოლმე. მე გასწავლით ერთ კარ სიბრძნეს რომელიც ყველა გამოგადგებათ, არ გაცუროთ დინების საწინააღმდეგოდ და არ გაცუროთ დინების მიმართულებით, უბრალოდ გაცურეთ იქ, სადაც თქვენთვის არის საჭირო.

როგორია შენი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა?

კარგი, ზოგადად გეტყვით, რომ ავადმყოფობა თავის პატრონს ჰგავს, როგორიც ხარ შენ, ისეთი ხდება ისიც, ის მე დამემსგავსა, ხან ის მამარცხებს, ხანაც მე ვამარცხებ. ერთადერთი თემა, რომელიც მიჭირდა იყო ეს თემა. ერთადერთი ეს გამოცდილება არ მქონდა და ესეც მივიღე.

რა ხდება პირად ცხოვრებაში?

მეგონა რომ ამ შეკითხვას დავაღწევდი თავს, ისე ეს ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ პირად ცხოვრებაში ყველაფერი არის ძალიან კარგად. სიყვარულს არ სჭირდება მიზეზი, როდესაც მე სახლში ვბრუნდები, მე აღარც ტელე-წამყვანი ვარ, აღარც თეოლოგი ვარ, აღარც ფილოსოფოსი ვარ, კარს მიღმა მე უბრალოდ ვარ ბედნიერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები