LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო „ფორტუნა“ 23 წლის, ხოლო „ავტორადიო“ 13 წლის გახდა!..

6048
fortunabirthday2012

31 დეკემბერი როგორც რადიო „ფორტუნას“, ასევე „ავტორადიოს“ დაბადების დღეა. ზუსტად 23 წლის წინ, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დაფუძნებას სწორედ ამ ჰოლდინგის პირველი რადიოს ეთერში გასვლით ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს ყველაზე მძლავრი რადიოჰოლდინგი ამ წლების განმავლობაში განვითარდა და ქვეყნის მოწინავე მედიასაშუალებად იქცა. ჰოლდინგს 2021 წლისთვის განვითარების საინტერესო გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც ციფრულ მედიაში ასევე მოწინავე პოზიციის დაკავებასაც გულისხმობს, რადიოსივრცესთან ერთად. (ფოტოები)

თამარ ჩოგიგოძე: ,,მორალურად და ფინანსურად მძიმე წელი იყო, მაგრამ გაორმაგებული ძალისხმევით და უკეთესი მომავლის იმედით ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს…”

ყოველ 31 დეკემბერს „ფორტუნა“ დიდ მიღებას მართავს, რომელსაც კომპანიის მეგობრები, მომღერლები და თანამშრომლები ესწრებიან. წელს, ეპიდვითარების გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი თარიღი ვიწრო წრეში აღინიშნა, თუმცა ამ დღეს მხიარულება მაინც არ აკლდა. ჰოლდინგს ესტუმრა შესანიშნავი ანსამბლი „თეატრალურის კვარტეტი“, რომელმაც ტორტის გაჭრის საზეიმო გარემოს არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება დაურთო და „მრავალჟამიერი“ შეასრულა. ტორტის გაჭრის შემდეგ, „ფორტუნას“ ნაძვის ხესთან ტრადიციული ფოტოსესია შედგა.

ფოტოგალერეა