LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის iPhone 11 უკეთესი შენაძენი ვიდრე iPhone 12

137
iphone12

Apple–მა iPhone 12–ის გამოსვლა დააანონსა და მაშინვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, თუკი ბრენდის მაღაზიაში მოხვდებით, ახალი iPhone-ზე უარი უნდა თქვათ და უპირატესობა 2019 წლის მოდელს iPhone 11–ს მიანიჭოთ.

ახალი iPhone–ის გამოჩენამ მისი „წინაპრების“ ღირებულება საგრძნობლად შეამცირა, თუმცა Apple–მა გადაწყვიტა, რომ iPhone 11–ის შემთხვევაში ცვლილება არც თუ ისე დიდი ყოფილიყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოდელს თავისი შესაძლებლობები ჯერ არ ამოუწურავს და კიდევ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. არსებობს რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არის iPhone 11 უკეთესი შენაძენი ვიდრე iPhone 12.

დაზოგე ფული

ყველაზე მარტივით რომ დავიწყოთ iPhone 11 უფრო იაფია ვიდრე iPhone 12 და ფულის დაზოგვაზე უარს ვინ იტყვის?

ახალი iPhone–ის გამოჩენამ iPhone 11–ის ფასი 599 დოლარამდე შეამცირა, რაც მას საუკეთესო შენაძენად აქცევს.

რამეს ხომ არ გახსენებთ?

iPhone 12–ს ახალი დიზაინი აქვს, თუმცა თუკი 2010 წელს დავუბრუნდებით და iPhone 4–ის გამოსვლას გავიხსენებთ, მაშინ მივხვდებით რომ ეს ორი მოდელი ერთმანეთს ძალიან გავს.

ანუ Apple–მა გადაწყვიტა, წარსული გაეხსენებინა და გარკვეული დეტალების გაუმჯობესებით იგივე iPhone 4 შეექმნა.

ეს უკანასკნელი კი არც თუ ისე კომფორტულად გამოსაყენებელია და iPhone 11 მას ბევრად უგებს.

5G

5G მოვიდა. დიახ ეს სიმართლეა. ის ძალიან სწრაფია და ის ჩვენი მომავალია. iPhone 12 სწორედ ახალი ქსელითაა უზრუნველყოფილი და ბევრი მყიდველისთვის ეს ფაქტი შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ 5G ქსელი ბევრ ქვეყანაში ჯერ ისევ არ არსებობს და მის გამოჩენას გარკვეული დრო დასჭირდება. ასე რომ iPhone 12–ის შეძენა მხოლოდ ამ მიზეზით ნამდვილად არ ღირს.

განახლება, განახლება, განახლება

შესაძლოა iPhone 11–ს 5G ტექნოლოგია არ ქონდეს, თუმცა ამ განახლებას სავარაუდოდ, ძალიან მალე მიიღებს. Apple ახალი ახალი ფუნქციებით ერთგულ მომხმარებელს ყოველთვის გაანებივრებს.

თუმცა, iPhone 12 უკეთესია ვიდრე iPhone 11

დიახ, დიახ, iPhone 12 უკეთესი გაჯეტია ვიდრე iPhone 11. Apple–მა ყველაფერი გააკეთა მის გასაუმჯობესებლად, ახალი კამერა, გამძლე ელემენტი, მეტი ენერგია, უკეთესი გრაფიკა და პიქსელები, გაუმჯობესებული ვიდეო გადაღება და ღამის ხედვა.

თუმცა, ეს ყველაფერი ფურცელზე წერია და არის კი iPhone 12 თქვენთვის საუკეთესო? კარგად რომ დაფიქრდეთ iPhone 11–ს აქვს ყველაფერი რაც გჭირდებათ და რასაც სმარტფონისგან ელით, მისი საშუალებით საუკეთესო გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები