LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო & ბავშვები და ნათია დუმბაძე სიმღერის ,,ლამპიონებთან” პრემიერით – სტუმრად „ექსკლუზივში“

15
rezodumbovizitori

რადიო ფორტუნა პლუსის გადაცემა „ექსკლუზივის“ სტუმრები არიან ჯგუფი რეზო & ბავშვების სოლისტი, რეზო ბლიაძე და ნათია დუმბაძე, რომლებიც მსმენელის წინაშე კოლაბორაციით წარდგნენ და ახალი სიმღერა ,,ლამპიონებთან” დააპრემიერეს.

რეზო: ჩვენ დავიწყეთ ალბომის კეთება, თუმცა სამწუხაროდ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არავის ჩვენი ალბომი არ უნდა, არავის ჩვენი მუსიკა არ სჭირდება, სტუდიებში ჩვენ კი ვმუშაობთ, თუმცა ეს ფინანსურ მხარეზე არ ისახება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ ვნებდებით მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩვენი სფერო მომგებიანი კი არა, წამგებიანიც იყოს. რაღაც  არ გვასვენებს შიგნიდან. ნათიაც ასეთივე მოუსვენარი აღმოჩნდა.

ნათია: სწორედ პანდემიის დროს მოვიდა ეს იდეა, დუეტის იდეა, ამის შემდეგ აღარ გავჩერდი, სულ მეუბნებოდნენ არ გვცალიაო, მაგრამ დავაძალე და აი, ერთად მოვედით ახლა თქვენთან სტუმრად.

რეზო: აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერაში პაატა სილაგაძემ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. რაც მე და ნათიას შეეხება, ჩვენი და ნათიას ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, 2004 წელს შევხვდით უნივერსიტეტში, სტუდენტობიდან დაიწყო ეს დუეტი, უბრალოდ ტექსტი არ გვქონდა და მუსიკა, თორემ დუეტი დაწყებული იყო.

ნათია: როგორც კი მოვისმინე სიმღერა გავბედნიერდი, ბედნიერი სიმღერა, რეზომ მითხრა რომ ის მე უნდა შემესრულებინა და ამის შემდეგ მოსვენება დავაკარგვინე.

შემდეგ უკვე პაატა სილაგაძესთან იმუშავა ნათიამ და თავისი ხელი ნათიამაც დაატყო.

რას ამბობთ ამ სიმღერით, რას ეუბნებით მსმენელს?

რეზო: ამით ვეუბნებით, რომ გვენატრება ერთმანეთი, გვენატრება ის მომენტები, როდესაც ერთად ვიყავით, როცა ფრენა, ცეკვა და სიმღერა შეგვეძლო.

ნათია: ასევე უნდა ვიყოთ ერთად, მსმენელს ამ სიმღერამ პოზიტიური განწყობა უნდა დაუტოვოს.

რეზო: ნათია ისეთი ენერგიულია, რომ კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ

რა ეტაპზეა ალბომზე მუშაობა? 

ალბომის 5 სიმღერაა დასასრულებელი, 6 სიმღერაა დასრულებული და ის მალე მზის სინათლეს იხილავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები