LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანამ ტრამპს „ამორალური ღორი“ უწოდა

41

ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  ხელი მოაწერა აკრძალვას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მუსულმანური ქვეყნების მოქალაქეები აღარ დაიშვებიან. საუბარია ირანზე, ერაყზე, ლიბიაზე, სომალიზე, სუდანზე, სირიასა და იემენზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან მკევთრი უკმაყოფილება მოჰყვა, მათ შორის აზრი გამოთქვეს ცნობილმა ადამიანებმაც, თუმცა ყველაზე კატეგორიული აღმოჩნდა რიანა, რომელმაც ტრამპს „ამორალური ღორი“ უწოდა.

თავის „ტვიტერზე“ მომღერალმა შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „გულისამრევია! საშინელი ამბავი! ამერიკა ჩვენს თვალწინ ინგრევა. როგორი ამორალური ღორი უნდა იყო, რომ ასეთი რამ ჩაიდინო!“

რიანას გარდა, ტრამპის გადაწყვეტილება სხვა ვარსკვლავებმაც გააკრიტიკეს. მაგალითად, კიმ კარდაშიანმა გამოავქეყნა სტატისტიკა. რომლის მიხედვითაც ისლამისტების მსხვერპლი წელიწადში მხოლოდ ორი ამერიკელი ხდება, მაშინ, როდესაც 11 737 მათგანი მარტო ცეცხლსასროლი იარაღით ამერიკელის ხელით კვდება.


მაილი საირუსმა ემიგრანტების დაცვისკენ მოუწოდა.


 პინკმა კი ამერიკის პრეზიდენტს სამარცხვინო უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები