LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსმა ახალი სინგლი გამოუშვა (ფოტო/ვიდეო)

2_ThamesSycoITV

რობი უილიამსმა თაყვანისმცემლებს მორიგი სიახლე შესთავაზა. Gold – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც ქსელში დღეს ჩაეშვა.

საინტერესოა, რომ სიმღერა ინგლისელი შემსრულებლის კომპილაციური ალბომის Under the Radar მესამე ნაწილში შევა.

ცნობილია, რომ დისკის რელიზი 14 თებერვალს შედგება, იქამდე კი მსმენელს უკვე ჰქონდა საშუალება შეეფასებინა ფირფიტის კიდევ ერთი ნამუშევარი სახელწოდებით I Just Want People To Like Me, რომელიც გასული წლის 28 დეკემბერს გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ამავე სახელწოდების კომპილაციური ალბომების პირველი და მეორე ნაწილები 44 წლის შემსრულებელმა 2014 და 2017 წლებში გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები