„როდესაც თვალები და ემოციები  სათქმელს ყველაზე კარგად გადმოსცემენ“- ლელა წურწუმიას ახალი კლიპის პრეზენტაცია (ფოტო)

6011
lela-klipis-prezentacia

კლუბ „Roof“-ში, დღეს, კიდევ ერთი ბომონდური საღამო გაიმართა. ცნობილი სახეები, ამჯერად, ლელა წურწუმიას ახალ სიმღერაზე გადაღებულმა კლიმა გააერთიანა.

მუსიკა  ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, ტექსტის ავტორი ირინე სანიკიძე, არანჟირების ავტორი კი პაპუნა შარიქაძე და ჯგუფი ,,ნონსტოპი”.

„გვსურს, 4 ოქტომბერს, ლელას გრანდიუზულ კონცერტზე, სპორტის სასახლეში აღნიშნული სიმღერა „წამიყვანე სიყვარულთან“  მთელმა დარბაზმა იმღეროს“, –კახა მამულაშვილი

„კლიპი მინიმალისტური და შავ-თეთრია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმღერის განწყობა და კლიპი ჰარმონიულად ერწყმის  ეთმანეთს. როგორიც მინდოდა, ყველაფერი ისეთი გამოვიდა“- განაცხადა კლიპის შესახებ თავად ლელა წურწუმიამ.

„კლიპი ძალიან მომეწონა, განსხვავებული, გამორჩეული  და ორიგინალურია, ეს რაღაც ახალია, ლელა, როგორც ყოველთვის ნოვატორია, დიდი მადლობა ყველას, ვინც აღნიშნული კლიპისა და სიმღერის შექმნაში მონაწილეობა მიიღო.“- ხატია სამუგია

„ასე ვუწოდებდი, „დიდი დაბრუნება“, რაღაცით მადონას დაბრუნებასაც შევადარებ, კლიპში აქცენტი თვალებზე და ემოციებზეა გაკეთებული, ეს სიმღერა ძალიან მოკლე დროში ჰიტად იქცევა“,  – აღნიშნა კლიპის პროდიუსერმა, კახა ხაჩიძემ

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, სპორტის სასახლეში, ქართული ესტრადის პოპ დივა, ლელა წურწუმია, მსმენელის წინაშე ახალი ჟღერადობით წარსდგება და ყველასათვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებს.

მოღერალს სცენაზე პარტნიორობას ელექტრონული დუეი holy moly გაუწევს. კონცერტზე  ლაშა ყიფშიძისა და თინა ჯანელიძის საერთო ნამუშევრების, ლელას კომპოზიციების ელექტრონული ვერსიების პრეზენტაციაც შედგება.

პერფორმანს თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნო „თედასი“ და “Mess dance sudio” გააფორმებს. მოწვეული მომღელები: სტეფანე მღებრიშვილი, მაკა ზამბახიძე, დუეტი ჯორჯია და  ნოდიკო ტატიშვილი.  კონცერტზე უახლესი სიმღერა „წამიყვანე სიყვარულთან“ ცოცხლად  პირველად შესრულდება.

ფოტო: დათუნა აგასი

თიკო დემეტრაძე

ფოტოები იხილეთ რადიო ,,ფორტუნას” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ⤵️

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები