LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ახალი აიფონ 12 – “ეფლმა” უახლესი სმარტფონის პრეზენტაცია გამართა

667
ეფლი 1 (1)

ახალი აიფონ 12 კომპანია “ეფლისგან” – როგორც მომხმარებელი ელოდა, მას 5G მხარდაჭერა აქვს, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. საინტერესოა ისიც, რომ სმარტფონი რამდენიმე სხვადასხვა ზომის გამოვიდა და ის უკვე ხელმისაწვდომია. რაც შეეხება 5G მხარდაჭერას, ის ცხადია,  აიფონ 12-ის ყველა მოდელს ექნება.

გარდა ამ მთავარი მახასიათებლისა, განსხვავებულია სმარტფონის დიზაინიც. როგორც პრეზენტაციაზე გაირკვა, დიზაინის ნაწილი iPad Pro-დანაა აღებული. უნდა ითქვას, რომ ახალი აიფონი წინა მოდელზე 11 %-ით უფრო თხელია.

კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ Gorilla Glass-ის შემქმნელთან უშუალოდ იმუშავეს, რათა შეექმნათ ახალი კერამიკული დამცავი, რომელიც დაახლოებით ექვსჯერ უფრო გამძლე აღმოჩნდა დავარდნის ტესტებში.

აიფონ 12-ს აქვს ორმაგი მთავარი კამერა 12-მეგაპიქსელიანი ფართო და ულტრაფართო ლინზებით. მოწყობილობებში გაუმჯობესდა ღამის ხედვა და ეს მახასიათებელი დაემატა წინა კამერასაც.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – სმარტფონში სისტემა MagSafe-ია, რომელიც წარსულში MacBook-ებში გამოიყენებოდა. ამ შემთხვევაში, ის წარმოადგენს მოწყობილობის უკანა ნაწილში ჩამონტაჟებულ მაგნიტურ სისტემას, რომელიც თავსებად აქსესუარებს პირდაპირ მოწყობილობაზე მიკვრის საშუალებას აძლევს.

„ეფლმა“ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალ მოდელებს ყუთში არ გააყოლოს ჩვეულებრივი კედლის დამტენი ადაპტერი და EarPods-ები. კომპლექტში შევა USB-C Lightning კაბელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები