ჰიპ-ჰოპ არტისტი Cardi B-მ ჟურნალისტებთან ყოველთვის გულწრფელად საუბრობს. ცოტა ხნის წინ,  ვარსკვლავმა გულისამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გოგონებს მოუწოდებს, არ მოწიონ არც სიგარეტი და არც მარიხუანა.

ახლა კი ჟურნალ Vogue-ის რუბრიკაში „73 Questions“ მიიღო მონაწილეობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რომელ სამ ქალ მუსიკოს გამოარჩევდა, ქარდიმ სამი არტისტი დაასახელა, რომლებთან შეხვედრის დროსაც მუდამ ნერვიულობს და რომლებიც მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.

„ბიონსე, ლედი გაგა და რიანა – როცა მათ ვხედავ, ვშეშდები”, – აცხადებს ვარსკვლავი

შეგახსენებთ, მუსიკოსი საზოგადოებამ  2017 წელს გამოსული  კომპოზიციით Bodak Yellow გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მოწინავე პოზიციას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა.

 

ტეგები: Cardi B
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები