საბერძნეთის პლაჟზე საპილოტე პროგრამა დაიწყო – დამსვენებელს მზისგან დამცავი კრემის და პირსახოცის გვერდით შეუძლიათ დამტენზე შეერთებული ტელეფონებიც იქონიონ, თან ისე რომ გარემოს ნულოვანი ზიანი მიაყენონ.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში ყველა ქოლგის თავზე მზის პანელებია დაყენებული, საიდანაც დამსვენებლები ელექტორენერგიას იღებენ.

დამსვენებლებს ეს ეკოლოგიურად სუფთა მზის ენერგია პირდაპირ USB პორტით მიეწოდებათ.

ეს ერთგვარი მცდელობაა იმისა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგია დაიზოგოს.

პროგრამა ევროპის მწვანე შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, გარემოზე ზრუნვით, 2050 წლამდე ევროპა კლიმატურად ნეიტრალური კონტინენტი უნდა გახდეს და კლიმატის ცვლილებები შეაჩეროს.

“ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რასაც ევროპაში მწვანეზე გადასვლას ვეძახით. ჩვენ ყოველდღიურობაში უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, რომლებიც ეკომეგობრულია. ჩვენ გვსურს, რომ ევროპა და დანარჩენი მსოფლიოც 2050 წლისთვის აღარ იყენებდნენ ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც გარემოს აზიანებს,” – აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ჯორჯ მარკოპულულიოტი ადგილობრივ მედიასთან.

ზაფხულის ბოლოს საპილოტე პროექტის შედეგებს შეაჯამებენ, შემდეგ კი მისი დანერგვა სხვადასხვა საჯარო ადგილასაც მოხდება.

ეს ფოტოები 21 ივლისსაა გადაღებული. მათზე ჩანს, რომ კოვიდ 19-ის გამო, ქოლგებს შორის დისტანცია დაცულია.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05