ფრანგულმა ვიდეოთამაშების კომპანიამ Ubisoft საცეკვაო თამაშის Just Dance განახლებული ვერსია წარადგინა. 40 ახალ ტრეკს შორის, ამერიკელი პოპ-მომღერლის ბილი აილიშის ჰიტი Bad Guy არის შეყვანილი, თამაშის შემქმნელებმა მის დასატესტად მომღერლის პატარა თაყვანისმცემლები მიიწვიეს.

ოთახში, სადაც ბავშვები Bad Guy-ზე ცეკვავენ, უეცრად ბილი აილიში შედის,  ბავშვების სიხარულს საზღვარი არ აქვს.

შეგახსდენებთ, ბილი აილიშმა სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? 2019 წელს გამოუშვა, ალბომმა ბილბორდის ჩარტებში მოწინავე პოზიცია დაიკავა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები