LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ შვილს გააჩენ, ჯერ დედობა საკუთარ თავს უნდა გაუწიო“- ბიონსე Elle-ის გარეკანზე

190
page

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი, ბიონსე ჟურნალ Elle-ის იანვრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ინტერვიუ, ისევე როგორც ფოტოსესია, ძალიან საინტერესო გამოვიდა, გამოცემამ მუსიკოსის თაყვანისმცემლებს საშუალება მისცა, თავისი კერპისთვის ელ-ფოსტის საშუალებით კითხვები დაესვათ.

„მას შემდეგ, რაც ცხოვრებამ ისეთი გაკვეთილები ჩამიტარა, რომლებსაც არ ველოდი, წარმატებას სხვა თვალით შევხედე, ვისწავლე, რომ ტკივილი და დანაკარგი სინამდვილეში საჩუქარია. სანამ შვილს გააჩენ, ჯერ დედობა საკუთარ თავს უნდა გაუწიო და ყურადღება დაუთმო. შემდეგ ბლუ აივიც მეყოლა და ჩემს საკუთარ თავს უფრო ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ პირველობა აღარ იყო მთავარი“, – აცხადებს ვარსკვლავი

რაც შეეხება პოპ-ვარსკვლავის ლუქებს, ფოტოსესიაში თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა არტისტმა „ადიდასის“ კოლექცია წარადგინა, რომელზეც თავად იმუშავა. მას ასევე „ჯუნია ვატანაბეს,“ „გუჩის,“ „ჯიმი ჩუსა“  და „სალვატორე ფერაგამოს“ ტანისამოსი ამშვენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები