LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარი წყვილი იყო“ – ჯოლი-პიტის ყოფილმა დაცვამ მათი უდიდესი შიში გაამხილა

930
safe-image

მარკ ბილინგსტონი ვარსკვლავური წყვილის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაცვის წევრი იყო. 55 წლის მარკი ჯოლი-პიტის ოჯახში 18 თვის განმავლობაში მუშაობდა. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში მისი უახლესი ინტერვიუ გავრცელდა.

„ერთადერთი რამ იყო ჩემთვის გასაკვირი, ეს გახლდათ მათი დროის მენეჯმენტი, მათ დრო პრაქტიკულად ყველაფრისთვის ყოფნიდათ, გართობიდან დაწყებული, საქველმოქმედო საქმიანობიდან დამთავრებული. მე ამ წყვილისგან უამრავი რამ ვისწავლე, ჩვენი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზე იყო დაყრდნობილი. საოცარი წყვილი იყო. მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ჩვენ ერთ ტალღაზე ვიყავით. ისინი მე უპირობოდ მენდობოდნენ. მე ბავშვების წაყვანა ყველგან შემეძლო“ – აცხადებს მარკ ბილინგსტონი.

მარკმა ანჯელინასა და ბრედის უდიდესი შიშიც გაამხილა, მათ შვილების მოტაცების კატასტროფულად ეშინოდა, ამიტომ ცდილობდნენ ისინი მარტო არასდროს დაეტოვებინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები