LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის უთანხმოება დასრულდა

1912

როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი განქორწინების შემდეგ ურთიერთობებს ვერა და ვერ ალაგებდნენ.

რამდენმე დღის წინ, ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილის, შაილოს დაბადების დღე იყო, გოგონას 14 წელი შეუსრულდა.

ინსაიდერების განცხადებით, სწორედ შვილის იუბილეზე დასრულდა ანჯელინასა და ბრედის უთანხმოება, როგორც იქნა, მათ საერთო ენა გამონახეს და ახლა ცივილურად და მეგობრულად ურთიერთობენ.

„შაილო დედასთანაც და მამასთანაც ახლოსაა. ყველა მის დაბადების დღეს ელოდა. ბრედი მისით ამაყობს და ბედნიერია, რომ ასეთი ერთგული და ოჯახის მოყვარული შვილი ჰყავს“ – წერს ინსაიდერი

შეგახსენებთ, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ, განქორწინების საბუთებს კი 2019 წელს მოაწერეს ხელი, ურთიერთობაში ბევრი სადაო საკითხი იყო, ყველაზე პრობლემური კი ბავშვებზე მეურვეობის მოპოვება გახლდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები