LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა ესპანეთის ხელისუფლებას „თავს ესხმის“

116
Untitled.pngsdfsdf

ოთხი თვის წინ, შაკირას ესპანეთის ხელისუფლება დაუპირისპირდა. ვარსკვლავს გადასახადებისგან თავის არიდებისა და ჯარიმის გადაუხდელობის გამო 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მან ჯარიმის სახით სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს. საუბარია 2012-2014 წლებში, 13 მილიონი ევროს ღირებულების გადასახადებზე, რომელსაც არტისტმა თავი აარიდა.

ახლა კი გაირკვა, რომ 45 წლის მომღერალი დანებებას არ აპირებს. შაკირა ესპანეთის ხელისუფლებას „თავს ესხმის“ და მას დევნაში, ცილისწამებასა და უსამართლობაში ადანაშაულებს. დასავლური მედიის ცნობით ის არანაირი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და თუ საჭირო გახდება არტისტი „გაეროს საერთაშორისო სასამართლოსაც“ მიმართვას.

ცნობისთვის, შაკირამ შვილებზე სრული მეურვეობა მოიპოვა და ის მალე ესპანეთიდან აშშ-ში გადავა საცხოვრებლად.

ჟერარ პიკესთან განშორება და 8 წლიანი პატიმრობის მოლოდინი – შაკირას რთული პერიოდი უდგას

8 წლიანი პატიმრობის მოლოდინში – შაკირა სკანდალში გახვევის შემდეგ, პირველად გამოჩნდა

გადასახადებისგან თავის არიდების გამო შაკირას 8 წლიანი პატიმრობა და 19 მილიონიანი ჯარიმა ემუქრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები