LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუდარებელი მონიკა ბელუჩი თეთრ საცურაო კოსტიუმში (ფოტო)

c247625d1bdd21f4ac0875e47823afc9

მონიკა ბელუჩი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებს შორის, რომელთაც ასაკის მატება არ აწუხებთ. ყველასთვის ცნობილია, რომ იტალიელ ლამაზმანს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აქტუალობა არ დაუკარგავს. ის დღემდე ყველაზე მოთხოვნად და ელეგანტურ ცნობად სახედ ითვლება.

54 წლის ვარსკვლავმა სტერეოტიპი კიდევ ერთხელ დაამსხვრია. ამ დღეებში, ქსელში, ვენსან კასელის ექს-მეუღლის ახალი ფოტოები გავრცელდა.

ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც იტალიური მოდური გამოცემის, IO Donna ფურცლებზე მოხვდა, 2 შვილის დედა ზემოდან მოცმული ცისფერი პიჯაკით, თეთრ საცურაო კოსტიუმში პოზირებს, რომელიც ხაზს მის სექსუალურობასა და იდეალურ სხეულს უსვამს.

საინტერესოა, რომ ჟურნალთან ინტერვიუში, ბელუჩიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გადაჰყავდა ჭკუიდან მამაკაცები თავისი სილამაზით. მონიკამ აღნიშნა, რომ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალიშვილებს სხვაგვარად ზრდის.

,,გოგონებს თავდაცვას ვასწავლი, რადგან სამყარო სავსეა მგლებით. მინდა, რომ ისინი თავისუფალ და ბედნიერ ქალებად გაიზარდონ. არ მინდა, რომ მათ მაგალითი ბებიებისგან აიღონ, რომლებიც თავიანთი ქმრების მორჩილი იყვნენ”, – განმარტა ლეგენდარულმა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ ბელუჩის 14 წლის დევა და 8 წლის ლეონი, სწორედ ფრანგი მსახიობისგან ჰყავს, რომელზეც ის 1999-2013 წლებში იყო დაქორწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები