LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუსრულებელი მისია 7-ის“ გადაღებები სექტემბერში განახლდება

230
safe-image

მიუხედავად მსოფლიოში არსებული ვითარებისა, გასულ თვეს ტომ კრუზმა იტალიაში დაბრუნების სურვილი ღიად გამოთქვა, რათა „შეუსრულებელი მისია 7“-ის გადაღებები დაასრულოს.

ტომ კრუზს ვენეციაში დაბრუნება სურს, რათა „შეუსრულებელი მისია 7“-ის გადაღებები დაასრულოს

57 წლის ტომ კრუზი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და სურს, იტალიაში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და გადაღებები დაასრულოს.

როგორც ცნობილია, ფილმს  ვენეციაში იღებდნენ, კორონავირუსის პანდემიის გამო კი პროცესი შეწყვიტეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფილმის გადაღებებს 2020 წლის სექტემბერში ბრიტანეთსა და იტალიაში გააგრძელებენ, მისი დასრულება კი 2021 წლის მაისში იგეგმება. ფილმის პრემიერა 2021 წლის 19 ნოემბერს შედგება.

„ჩვენ უსაფრთხოების ყველანაირ ზომებს დავიცავთ, გადამღებ ჯგუფს კორონავირუსის ტესტირებაც ჩაუტარდება“, – განაცხადა მსახიობმა საიმონ პეგმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები