LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილებზე ვოცნებობ“- 51 წლის ჯენიფერ ენისტონის საოცარი ფოტოსესია და ემოციური ინტერვიუ

8057
page

ჟურნალმა Interview 51 წლის მსახიობს, ჯენიფერ ენისტონს დაბადების დღისთვის საჩუქარი გაუკეთა და გაზაფხულის პირველი ნომრის გარეკანზე განათავსა.

ინტერვიუში ვარსკვლავმა თავის ბავშვობაზე, ჰოლივუდური კარიერის საწყისებზე და  ოცნებების შესახებ ისაუბრა.

მსახიობმა გაგვიმხილა, თუ  რა აყენებს მას ტკივილს და თქვა, რომ აგრესია, უმადურობა, სიხარბე და ბოროტება, რაც ყოველდღიურად ხდება მსოფლიოში, ნეგატიური ინფორმაცია, რომლესაც გაზეთის კითხვისას თუ ახალი ამბების ყურებისას იღებს, გულს საოცრად სტკენს და ძაბავს.

თხოვნაზე, აღეწერა მისი საოცნებო მომავალი, ჯენიფერმა დახუჭა თვალები და წარმოთქვა:

„მე მესმის ოკეანის ხმა, მესმის სიცილი, ყინულის ჩაყრის ხმა ჭიქაში, ვახშმის მომზადების სურნელი… და მე ვხედავ ჩემს წინ მორბენალ ბავშვებს, ეს არის ჩემი საოცნებო სურათი“ – ამბობს ვარსკვლავი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ 51 წელი შეუსრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები