LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკარლეტ იოჰანსონი „შავი ქვრივის“ სტრიმინგ სერვისზე გავრცელების გამო „დისნეის“ უჩივის

172
page

სკარლეტ იოჰანსონმა, კორპორაცია „დისნეის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც ცნობილია, მსახიობმა „მარველის“ „შავი ქვრივის“ სამივე ფილმში ითამაშა.

რაც შეეხება მის უკმაყოფილებას,  როგორც ირკვევა, მიზეზი კინოთეატრებში გამოშვებასთან ერთად ფილმის სტრიმინგ სერვისზე გავრცელება გახდა. კონტრაქტის მიხედვით, ფილმი მხოლოდ კინოთეატრებში უნდა ყოფილიყო ნაჩვენები, რადგან მსახიობის ჰონორარი სწორედ ჩვენებების შედეგად მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, ფილმი 2020 წლის მაისში უნდა გამოსულიყო, თუმცა პანდემიის გამო პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი 2021 წლის 9 ივლისს, როგორც კინოთეატრებში, ასევე Disney+-ზე გამოვიდა.

შეგახსენებთ, 36 წლის სკარლეტ იოჰანსონი დედა მეორედ გახდება. მსახიობი და მისი მესამე ქმარი, 39 წლის კოლინ ჯოსტი პირველ საერთო შვილს  ელოდებიან

მატება ჰოლივუდში – 36 წლის სკარლეტ იოჰანსონი მესამე ქმრისგან ბავშვს ელოდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები