LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოკოს საცივი ჩემი მოფიქრებულია, მანამდე არავის ჰქონია გასინჯული“ – ონისე ონიანი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

28
oniseoniani
„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი, ონისე ონიანი, რომელმაც სამსახიობო კარიერაზე, ოჯახსა და ტელევიზია ისაუბრა.
მოდი თქვენი სამსახიობო კარიერა გავიხსენოთ,

სცენა ჩემი საყვარელი ადგილი იყო, მე-10 კლასში დარწმუნებული ვიყავი, რომ მე სცენაზე უნდა ვყოფილიყავი. ჩემი კარიერა კი მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო. ერთდროულად სამი ფაკულტეტი დავამთავრე. კინოში ძალიან ცოტა ხნით ყოფნა მომიწია, თეატრში კი 1993 წლიდან ვმოღვაწეობ. ეს არის ჩემი მეორე სახლი. ლენა ყიფშიძე, გიზო სიხარულიძე, სოფიკო ჭიაურელი, გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, –  მათ მე ვერასდროს დავივიწყებ, მათთან წლები გავატარე, მათ მე მასწავლეს როგორ უნდა მოვქცეულიყავი სცენაზე და ცხოვრებაში. დამეთანხმებიან მსახიობები, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შენ არაფერი არ ხარ, იცი მხოლოდ ანა ბანა, შემდეგ იწყება ყველაფერი. უძილო ღამეები, ფიქრი, შეძლებ თუ არა აღნიშნული როლის შესრულებას, ბევრისთვის სანატრელ როლზე უარიც კი მითქვამს. მე ასევე ძალიან ბევრისთვის გამიკვალავ გზა, თუ ისინი მისმენენ ახლა, გაეღიმებათ.

ვინ არის შენი საუკეთესო შემფასებელი?

ზოგჯერ, ძალიან არაკოლეგიალურია ხოლმე, როცა შენს სხვის ნათამაშებ როლში ერევი, შემიძლია გულთბილად ვუთხრა, რომ კარგი იყავი. ზოგი გეუბნება, ძალიან კარგი იყავიო, ზოგიც ძალიან ლამაზი იყავიო, ეს ყველაზე ცუდი შეფასებაა ხოლმე, აბსოლუტურად არ არის ხოლმე საინტერესო ჩემთვის. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გეუბნებიან ხოლმე. ესენი არიან ჩემი ოჯახის წევრები. როდესაც გულწრფელად გეუბნებიან რამეს, ამას შენ ყოველთვის გრძნობ. ყველაზე კარგად საბოლოოდ საკუთარ თავს თავადვე აფასებ. როდესაც სარკეში ჩაიხედავ, რა ნაკლიც გაქვს, ამას კარგად ხედავ.

ონისე და ტელევიზია…

ძალიან ჩამთრევია ტელევიზია, პირველად, 1994 წლიდან დაიწყო ყველაფერი, ალბათ ყველა ტელევიზიაში მაქვს ფეხი შედგმული. 4 წლის წინ, მაია ასათიანმა  დამირეკა, „ექსტრასენსები“ წაიყვანეო, მე არ ვიცოდი ეს ყველაფერი, ბოლოს დავთანხმდი, არ მჯერა ასეთი რაღაცეების, რესპონდენტებს ჯადოქრებს ვეძახდი ხოლმე. შემდეგ დაიხურა „მარაო“, თუმცა გადაცემა დღემდე გადის ხოლმე.  მერე დავიწყე ძიება კარდაკარ, ძალიან მინდოდა ტელევიზიაში მუშაობის დაწყება. ერთ წელზე მეტი გავიდა და უცბად ზარი იყო, ნინო არაზაშვილმა დამირეკა და დამაბრუნა ტელევიზიაში, „ტვ პირველში“ ვმუშაობ.

როგორ ახერხებს ყველაფრის შეთავსებას? როგორც ვიცი, მასწავლებელიც ხარ.

როგორ ვასწრებ? ძალიან ჩვეულებრივ, ყველაფრის დალაგება შეიძლება, ყველაფრის მოსწრება, დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, უნდა მოასწრო ყველაფერი. რაც შეეხება მასწავლებლობას, არ არის მარტივი 21-ე საუკუნეში იყო მასწავლებელი. ერთმა მესამე კლასელმა ბავშვმა ყურიც კი ამიწია, საწერი კალამი მინდოდა და არ მათხოვა, მათხოვა სხვამ და შევაქე, იმაზე, ვინც არ მათხოვა კი ვთქვი,  გავბრაზდი მეთქი, ხოდა ის მოვარდა უცებ, რას ჰქვია გაბრაზდიო და ყური ამიწია. მას შემდეგ წლები გავიდა.

სად დაეუფლე კულინარიას?

ეს ყველაფერი დედაჩემმა მასწავლა, ის საოცარი კულინარი იყო.  სტუდენტობისას ვისწავლე.  როცა ქუთაისიდან თბილისში გადმოვედი, ვურეკავდი ხოლმე და ვეკითხებოდი, ისიც მიხსნიდა. სხვათა შორის, სოკოს საცივი ჩემი მოფიქრებულია. მანამდე არავის ჰქონია გასინჯული. ძალიან მიყვარს კერძების მომზადება, სიამოვნებას მანიჭებს. შემფასებლები ჩემი მეუღლე და შვილები არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები