LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spotify-მ წლის შემაჯამებელი რეიტინგი გამოაქვეყნა

best-of-2018-so-far-songs1

Spotify-მ 2018 წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლები, ალბომები და სიმღერები დაასახელა. გაირკვა, რომ მელომანები მუსიკალურ სერვისს ხშირად ისეთი რეპერების მოსასმენად სტუმრობდნენ, როგორებიც: დრეიკი, Post Malone და XXXTentacion არიან.

სიას კანადელი რეპერი ლიდერობს, რომელის სიმღერები, God’s Plan და In My Feelings, საერთო ჯამში  ყველაზე მეტჯერ, 8.2 მილიარდჯერ მოისმინეს. მოსასმენად ღირსეული აღმოჩნდა 32 წლის ვარსკვლავის მეხუთე სტუდიური ალბომი, Scorpion, რომლის რელიზი ზაფხულში შედგა.

წარმატებული წელი ჰქონდა ამერიკელ რეპერსაც. კოლაბორაციები 21Savage-თან და ტრევის სკოტთან, Rockstar და Psycho რეიტინგის მესამე და მეოთხე პოზიციებზე მოექცნენ. 23 წლის ვარსკვლავის დისკი Beerbongs & Bentleys ტოპ ალბომთა სიაში მეორეა.

სამეულს 20 წლის ასაკში მოკლული რეპერი ხურავს. სინგლი Sad! და უკანასკნელი ფირფიტა ? ჩამონათვალში მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ.

Spotify-ის ყველაზე პოპულარული შემსრულებლების, სიმღერებისა და ალბომების 5-ეული სამ კატეგორიაში ასეთია:

არტისტები, რომლებსაც ყველაზე მეტჯერ მოუსმინეს:

  1. დრეიკი
  2. Post Malone
  3. XXXTENTACION
  4. ჯეი ბალვინი
  5. ედ შირანი

ალბომები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მოუსმინეს:

  1. Scorpion – დრეიკი
  2. beerbongs & bentleys – Post Malone
  3. ? – XXXTENTACION
  4. Dua Lipa – დუა ლიპა
  5. ÷ – ედ შირანი

სიმღერები, რომლებიც ყველაზე მეტჯერ მოისმინეს:

  1. God’s Plan – დრეიკი
  2. SAD! – XXXTENTACION
  3. rockstar – Post Malone და 21Savage
  4. Psycho – Post Malone და Ty Dolla $ign
  5. In My Feelings – დრეიკი

საინტერესოა ისიც, რომ მიუსიკალურმა პლატფორმამ ის 5 ქალი შემსრულებელიც გამოავლინა, რომელთაც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად უსმენდნენ. ტოპ ხუთეულის პირველ ადგილს, დამსახურებულად, არიანა გრანდე იკავებს, რომელსაც კვალდაკვალ დუა ლიპა, ქარდი ბი ,ტეილორ სვიფტი, კამილა კაბეიო მოჰყვებიან.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ჯგუფებს შორის, Imagine Dragons, BTS, Maroon 5Migos და Coldplay მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ Spotify ციფრული მუსიკალური სერვისია, რომელიც მომხმარებელს მილიონობით სიმღერაზე წვდომის საშუალებას აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები