LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spotify მომხმარებლებს ახალ ფუნქციას სთავაზობს (ფოტო)

spotify-logo-1-768x403

Spotify-ის არტისტის დაბლოკვის ფუნქცია ემატება. გაირკვა, რომ მუსიკალური სერვისის ახალი ფუნქციით მომხმარებლები იმ არტისტების დაბლოკვას შეძლებენ, რომელთა მოსმენა არ სურთ ან, რომლებიც არ მოსწონთ.

Don’t play this artist – ასე ჰქვია სიახლეს, რომლის გამოყენებით დაბლოკილი არტისტი მომხმარებლებს აპლიკაციაში აღარ გამოუჩნდებათ.

საინტერესოა, რომ ფუნქცია არ ეხება ისეთ სიმღერებს, რომლებსაც მომხმარებლის მიერ დაბლოკილი არტისტები სხვა შემსრულებლებთან ერთად ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა დაბლოკილების ფოტოები თავიანთ ექაუნთებზე განათავსეს, რითაც ცნობილი გახდა, რომ ახალი ფუნქციით სარგებლობა უკვე შესაძლებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები