ტეილორ სვიფტისა და კეტი პერის კონფლიქტი დასრულდა. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც ეს უკანასკნელი ამერიკელი მომღერლის ახალ კლიპში გამოჩნდა.

სიმღერის You Need to Calm Down ვიდეოში, პერი იმ ლუქით მოგვევლინა, რომლითაც ის Met Gala-ს შემდგომ წვეულებაზე მივიდა.

აღსანიშნავია, რომ თაყვანისმცემლებს გული ჰამბურგერისა და ფრის კოსტიუმებში გამოწყობილმა ვარსკვლავებმა უდავოდ აუჩუყეს. კადრებში მათ ერთმანეთის დანახვისას თვალები უცრემლდებათ, ბოლოს კი იმის ნიშნად, რომ შერიგდნენ, ერთმანეთს მხურვალედ ეხუტებიან.

 

View this post on Instagram

 

A happy meal 🍔 🍟 💗

A post shared by Taylor Swift (@taylorswift) on

შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ორ საუკეთესო შემსრულებელს შორის, უთანხმოება მაშინ დაიწყო, როცა პერიმ სვიფტის კონცერტებში მონაწილე მოცეკვავეების გადაბირება სცადა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები