LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის ფერადი კლიპი და ვარსკვლავთცვენა ვიდეოში

205
Taylor-Swift-You-Need-To-Calm-Down-Video-02

ტეილორ სვიფტმა ახალ სიმღერაზე You Need to Calm Down გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ვიდეო სავსეა მრავალფეროვნებით, რაც პირდაპირკავშირშია სინგლის ტექსტთან.

ტეილორ სვიფტის ახალი სინგლი ჰეითერებსა და ჰომოფობებზე (ფოტო/ვიდეო)

You Need to Calm Down - ასე ჰქვია მეორე სინგლს ამერიკელი მომღერლის მეშვიდე სტუდიური ალბომიდან - Lover.

იმ ფონზე, როცა ტრეკში ამერიკელი მომღერალი ჰეითერებსა და ჰომოფობებს მიმართავს და მათ დამშვიდებისკენ მოუწოდებს, მუსიკალურ რგოლში ძირითადად გეები და დრაგ-ქუინები მონაწილეობენ.

კადრებში, ტრანსსექსუალი მამაკაცები არიანა გრანდეს, ლედი გაგას, ადელის, ქარდი ბის, ბიონსეს, კეტი პერის, ნიკი მინაჟისა და თავად 29 წლის შემსრულებელის იმიჯით მოგვევლინნენ.

ამასთან, კლიპში სხვებთან ერთად ისეთ ვარსკვლავებსაც ვხვდებით, როგორებიც: ელენ დეჯენერისი, რაიან რეინოლდსი, სიარა, ბილი პორტერი და ადამ ლამბერტი არიან.

შეგახსენებთ, რომ You Need to Calm Down ტეილორ სვიფტის მეშვიდე სტუდიურ ალბომში – Lover შედის, რომლის რელიზი 23 აგვისტოს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები