LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელომერები და ჟანბგადი – ებრაელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო ამოხსნეს

429
-115562749-a2719c37-b4a5-41f5-b18d-1b364535a66f

სუფთა ჟანგბადის დიდი რაოდენობით შესუნთქვას დაბერების პროცესის უკუქცევა შეუძლია – ამტკიცებენ თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარები.

ამ დასკვნამდე ისინი მიიყვანა ცდამ, რომელშიც  64 წელზე უფროსი ასაკის 35 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა. ისინი ჰიპერბარიულ კამერაში სუფთა ჟანგბადს ნიღბის საშუალებით 90 წუთის განმავლობაში სუნთქავდნენ. მათ პროცედურები სამი თვის მანძილზე, კვირაში ხუთი დღე უტარდებოდათ.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჰიპერბარიული წნევის კამერაში, სადაც ჟანგბადი წნევის ზემოქმედების ქვეშ ხვდება, ადამიანისათვის გარკვეული დროის გატარება ძალიან სასარგებლოა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ ცდაში მონაწილეებს დაახლოებით 20%-ით გაეზარდათ ტელომერები, ქრომოსომების დაბოლოებები, რომლებიც დამცველობითი ფუნქციისაა და ასაკთან ერთად მცირდება, რასაც უჯრედების დაბერებამდე მივყავართ. ექსპერიმენტის პროცესში ტელომერები დაახლოებით იმ ზომამდე გაიზარდნენ, რა ზომისაც 25 წლით ადრე იყვნენ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ იმ უჯრედების რაოდენობა, რომლებიც რეგენერაციას უშლიან ხელს და ორგანიზმის დაბერებას იწვევენ, 37%-ით შემცირდა. ამ უჯრედების მოშორებას კი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ცხოველებში ჩატარებულმა მსგავსმა ექსპერიმენტმა უჩვენა, რომ აღნიშნული უჯრედების მოშორებამ სიცოცხლის მესამედით გახანგრძლივება გამოიწვია.

თანამედროვე მედიცინას სჯერა, რომ ისეთი დაავადებების განვითარების მიზეზი, როგორებიც სიმსივნე, ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებებია, დაბერების პროცესთანაა კავშირში.

ასაკთან ერთად, ტელომერების ზომებს კიდევ უფრო ამცირებს ჭარბი წონა, უმოძრაობა, ვიტამინების დეფიციტი და თამბაქოს მოხმარება.

თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორის, შაი ეფრატის თქმით მეცნიერები ტელომერების გაზრდის ფარმაცევტულ და განსხვავებულ პროცედურულ გზებსაც ეძებენ, რადგან ტელომერები, ეს არის წმინდა გრაალი ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები